ინგრედიენტები
- კამა ან ოხრახუში – 1.00 კონა
- მარილი – 1.00 ს/კ
- ტკბილი წიწაკა – 1.00 ცალი
- ძმარი 9% – 50.00 მლ
- შაქარი – 2.00 ს/კ
- ნიორი – 1.00 თავი
- მკვახე პომიდორი – 1.00 კგ
მომზადების წესი
გარეცხეთ პომიდორი გამდინარე წყალში, გაჭერით შუაზე, მოაჭერით ყუნწი და დაჭერით მსხვილ ნაჭრებად.
გაფცქვენით ნიორი და დაჭერით წვრილად.
გარეცხეთ, გაარჩიეთ და დაჭერით ტკბილი წიწაკა ჩხირებად.
გარეცხეთ მწვანილი და დაჭერით წმინდად. შეგიძლიათ გამოიყენოთ ორივე: ოხრახუში და კამა თანაბარი პორციებით.
ყველა მომზადებული ბოსტნეული მოათავსეთ ღრმა ჯამში და დაუმატეთ შაქარი,მარილი და ძმარი. აურიეთ დიდი კოვზით.
ბოსტნეულს დააფარეთ თავსახური და მოათავსეთ ოთახის ტემპერატურაზე ერთი დღით.
ამ ხნის განმავლობაში პომიდორი კარგად დამარინადდება. შეგიძლიათ მიირთვათ ან შეინახოთ ზამთრისთვის გასტერილებულ, ჰერმეტულად დახურულ ქილებში.
გემრიელად მიირთვით!