Headlines

წიწაკა ზეთში – ზამთრის უგემრიელესი მწნილი

ინგრედიენტები

  • შავი წიწაკა 10 მარცვალი
  • დაფნა 5 ფოთოლი
  • ნიორი 300 გრ
  • ოხრახუში 1 კონა
  • ნიახური 2 კონა
  • მარილი – 0.5 ჭიქა
  • შაქარი – 1 ჭიქა
  • ძმარი – 1 ლ
  • ზეთი – 0.5 ლ
  • წიწაკა – 5 კგ

მომზადების წესი

1. გასუფთავებულ ტკბილ წიწაკებს მოვაჭრათ ყუნწი და ჩავჭრათ მაკრატლით წვერები. 2. გავრეცხოთ მწვანილი, შევამშრალოთ და დავჭრათ წვრილად ნიორთან ერთად. 3. ქვაბში ჩავასხათ ძმარი, ზეთი, ჩავყაროთ მარილი, შაქარი, დაფნის ფოთოლი, შავი წიწაკის მარცვლები, მოვურიოთ კარგად და ავადუღოთ. ამ მასაში ნაწილ-ნაწილ მოვშუშოთ წიწაკები 5-10 წუთი. ბოლოს ჩავყაროთ წიწაკები, დაჭრილი მწვანილი და ნიორი ერთად იგივე ზეთიან ქვაბში, კარგად ამოვურიოთ, წამოვადუღოთ, ჩავაწყოთ მინის ქილებში მჭიდროდ და მოვხუფოთ. 4. შევინახოთ მშრალ, გრილ ადგილას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *