Headlines

როგორ შევინახოთ ლობიო, რომ დიდხანს გაძლოს

ლობიომ დიდხანს რომ გაძლოს და ბურნა არ გაუჩნდეს, სწორად უნდა შეინახოთ. ლობიოს სითბოში შენახვა არ შეიძლება, გრილ ადგილას უნდა გქონდეთ. თუკი სახლში ისეთი ადგილი არ გაქვთ, სადაც მუდმივად დაბალი ტემპერატურაა, გაგიზიარებთ ყველაზე სანდო მეთოდს:

1. ახალაღებულ ლობიოს თუკი რამე მავნებელი ჰყავს, ყველაფრისგან გათავისუფლდება, თუკი ლობიოს რამდენიმე დღით საყინულეში შეინახავთ. 2-3 დღის შემდეგ გამოიღეთ ლობიო, კარგად გააშრეთ და გრილ ადგილას შეინახეთ.

2. ლობიოს მარცვლები მინის ქილებში ჩაყარეთ, თავი დაახურეთ და მაცივარში შეინახეთ. მეტი საიმედოობისთვის ზოგიერთი დიასახლისი ქილაში რამდენიმე კბილ ნიორსაც აგდებს.

კიდევ ერთი მეთოდი ასეთია: ქილაში ან პლასტმასის ბოთლში არაყი გამოავლეთ, გააშრეთ და ლობიო ჩაყარეთ.

თქვენ როგორ ინახავთ ლობიოს?

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *