ტაფებიდან და ქვაბებიდან შავი ლაქების ამოსაყვანად
დაგვჭირდება:
1/2ჭ სოდა.
1ჩ/კ ჭურჭლის სარეცხი სითხე.
2 ს/კ წყალბადის ზეჟანგი.
ეს სამი ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში, დაადეთ ჭუჭყიან ზედაპირს და გააჩერეთ 10 წუთით.შემდეგ გახეხეთ ჩვეულებრივი წესით.
ეს არის ძალიან ეფექტური საშუალება, ამასთანავე მარტივი და უსაფრთხო!
გაზქურის ლითონის ტიხარის გასუფთავება ჩვენს სამზარეულოში:
თქვენ დაგჭირდებათ პოლიეთილენის პარკი და ამიაკის შემცველი სპირტი, რომელსაც მივასხურებთ ან წავუსმევთ ლითონს
და შემოვახვევთ პოლიეთილენის პარკს.ასე გავაჩერებთ რამოდენიმე წუთით.შემდეგ გავწმენდთ საწმენდი ღრუბლით.
წმენდის პროცესი ძალიან ადვილია!
წყარო: intermedia.ge