Headlines

კიევური ტორტი – ერთ-ერთი საუკეთესო რეცეპტი

ინგრედიენტები

  • კონიაკი
  • ვანილი
  • კაკაო
  • დარბილებული კარაქი
  • რძე, ცხიმიანი
  • კვერცხის ცილა
  • შაქარი
  • ფქვილი
  • თხილი, მოხალული და მსხვილად დაფქული
  • ვანილი
  • შაქარი
  • კვერცხის გული

მომზადების წესი

კვერცხის ცილა ავთქვიფოთ, თანდათან შევათქვიფოთ შაქარი. მივიღებთ ბეზეს, რომელსაც ბოლოს ვამატებთ ფქვილს და წვრილად დაჭრილ თხილს. ეს მასა უნდა გადავიტანოთ 2 საშუალო ზომის  ერთნაირ ფორმაში, რომელშიც წინასწარ ჩავაფენთ საცხობ ქაღალდს. ცხვება 150 გრადუსზე 2 საათი. გამომშრალი ბეზე გავაციოთ 12 საათი და ავაცალოთ ქაღალდი. 
მოვამზადოთ კრემი:  ქვაბში ავურიოთ რძე და კვერცხი, დავამატოთ შაქარი. დავდგათ დაბალ ცეცხლზე და ვხარშოთ ადუღებიდან 5 წუთი. გაგრილების შემდეგ შევათქვიფოთ კარაქი და ვანილი. 
200 გ კრემს შევურიოთ კაკაო, თეთრს დავამატოთ კონიაკი. ბეზეს ფენებს წავუსვათ თეთრი კრემი, გარედან და გვერდებზე კაკაოანი. მოსართავად შეგვიძლია გამოვიყენოთ თხილი ან თეთრი კრემი

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *