ინგრედიენტები
- ვანილინი
- ფქვილი
- შაქარი
- კვერცხი
- რძე
- ქოქოსის ფანტელი
- კვერცხის გული
- შაქარი
- ხაჭო
- კაკაო
- გამაფხვიერებელი
- ფქვილი
- რძე
- არაჟანი
- კვერცხი
- შაქარი
- კარაქი
მომზადების წესი
ერთმანეთში აურიეთ ხაჭო, შაქარი, კვერცხის გული და ქოქოსის ფანტელი. მიღებული მასისგან გააკეთეთ კაკლის ხელა ბურთები და მოათავსეთ საყინულეში ნახევარი საათით.
დარბილებული კარაქი გაქენით შაქართან ერთად. დაუმატეთ კვერცხი და დარჩენილი კვერცხის ცილა, კარგად ათქვიფეთ.
შემდეგ დაუმატეთ არაჟანი, რძე, ფქვილი, გამაფხვიერებელი და კარგად აურიეთ.
მიღებული ცომის ნახევარი გადაიტანეთ კარაქწასმულ გამოსაცხობ ფორმაში. დანარჩენ ცომს დაუმატეთ 2 ს/კ კაკაო, აურიეთ და გაანაწილეთ ფორმაში თეთრი ცომის ზემოდან.
გამოიღეთ საყინულედან ხაჭოს ბურთები და ჩაძირეთ ცომში.
აცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 40-45 წუთი.
მოხარშული კრემისთვის ათქვიფეთ კვერცხი, შაქარი და ვანილინი ერთად, დაუმატეთ ფქვილი, ჩაასხით რძე, აურიეთ და დადგით დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ ხელის ზამბარით. მიიყვანეთ კრემი გასქელებამდე.
გამომცხვარ და გაცივებულ ნამცხვარს წაუსვით მოხარშული გაცივებული კრემი და მოაყარეთ კაკაოს ფხვნილი.
გემრიელად მიირთვით!