ინგრედიენტები
- ყავა – 300 მლ
- არაჟანი – 650 გ
- ფხვიერი ნამცხვარი (“პეჩენია”) – 300 გ
- შაქრის პუდრი – 3 სკ
- კონიაკი – 2 ჩკ
- შავი შოკოლადი – 40 გ
მომზადების წესი
ყავა მოამზადეთ და რომ გაგრილდება, კონიაკი დაუმატეთ.
არაჟანს (მინიმუმ 10% ცხიმიანობით) შეურიეთ შაქრის ფხვნილი.
ვიწყებთ ტირამისუს აწყობას: ფხვიერი ნამცხვარი სათითაოდ ამოავლეთ ყავაში და მოათავსეთ ფორმაში. დანამეთ ყავით, გადაანაწილეთ კრემი. შემდეგ ისევ იგივე გააკეთეთ, სანამ მასალა გეყოფათ. ბოლოს შავი შოკოლადი გახეხეთ და თავზე მოაყარეთ დესერტს.
შედგით დესერტი მაცივარში 3 საათით.
გემრიელად მიირთვით!