ტკბილი წიწაკის კონსერვი ნივრით – თქვენი ზამთრის მარაგისთვის
ინგრედიენტები
- მარილი
- შაქარი
- ტკბილი წიწაკა
- ნიორი
- კამა
- ზეთი
- სახლის ძმარი
მომზადების წესი
ბულგარული წიწაკა გავრეცხოთ, შევაშროთ, მოვაცილოთ თესლი და ყუნწები, დავჭრათ ზოლებად. თუ სხვადასხვა ფერის წიწაკას გამოვიყენებთ, მარინადი უფრო ლამაზი და ფერადი გამოვა.
ნიორი გავარჩიოთ და წვრილად დავკეპოთ დანით.
გარეცხილი კამა წვრილად დავჭრათ. კამის ნაცვლად შეგვიძლია ქინძი, ოხრახუში ან სხვა მწვანილი გამოვიყენოთ, გემოვნების მიხედვით.
დავმდუღროთ ქილები. ამრაოდენობას დაახლოებით 5 საშუალო ზომის ქილა დასჭირდება, 600-700 გრამიანი.
მოვამზადოთ მარინადი: ქვაბში ჩავასხათ ძმარი, ზეთი, მარილი და შაქარი. წამოვადუღოთ და ნაწილ-ნაწილ ჩავყაროთ დაჭრილი წიწაკა. ვადუღოთ 3-4 წუთი.
თითოეული ნაწილი მაშინვე გადავიტანოთ ქილაში, თან ფენებად ჩავამატოთ ნიორი და კამა.
ბოლოს, დარჩენილი მარინადი გავანაწილოთ ქილებში და დავახუროთ თავსახური.