ინგრედიენტები
- წითელი ბულგარული წიწაკა – 500 გრ
- მწვანე ბულგარული წიწაკა – 500 გრ
- მოხარშული ბრინჯი – 500 გრ
- სტაფილო – 3 ც
- ნიახური, ოხრახუში,რეჰანი – 1 კონა
- ქინძი და კამა – 1 კონა
- ხახვი – 5 თავი
- ნიორი – 3 კბილი
- შავი პილპილი – 1 სკ
- პომიდორი – 1 კგ
- ზეთი – 100 გრ
- ტომატი – 1 სკ
მომზადების წესი
ნახევრად მოხარშულ ბრინჯს დავამატე წვრილად დაჭრილი მწვანილები, ნიორი, გახეხილი სტაფილო, ცალკე მოდაღული ხახვი და პომიდორ ტომატის მასა, ნახევარი შევინახე. კარგად გადავურიე და ამოვავსე ბულგარულის გული ბრინჯის მასით. ცალკე ქვაბში გადავიტანე დარჩენილი ტომატიანი მასა. მოვალაგე ბულგარული, მაღლიდან დავადე ქონდარი და ტარხუნის ფოთლები, ასევე 3 ცალი დაფნის ფოთოლი და წიწაკა. დავასხი ცივი წყალი და ადუღებიდან 15 წუთში მზადაა.
ბრინჯის მოსახარშად 2 ჭიქა ბრინჯს დავასხი 2 ჭიქა წყალი, ცოტა მარილი, ვადუღე სანამ წყალი არ დაიშრო. გადავავლე ცივი წყალი და გადავწურე.