Headlines

იდეალურია მჭადთან და ყველთან – ბოსტნეულის სალათა ნიგვზით თამო მეფიშვილის რეცეპტით

ინგრედიენტები

  • ბადრიჯანი – 4 ც
  • ბულგარული წიწაკა – წითელი და მწვანე – 4 ც
  • სტაფილო – 3 ც
  • ნიორი – 4 კბ
  • ნიგოზი – 300 გრ
  • ხახვი – 3 ც
  • ძმარი – 1 სკ
  • ქინძი
  • მარილი
  • წიწაკა
  • უცხო სუნელი
  • ხმელი ქინძი
  • ზეთი

მომზადების წესი

ბადრიჯანი, დავჭერი და დავაყარე მარილი, დავტოვე დაახლოებით 40 წუთი.

ცალკე დავჭერი ბულგარული წიწაკა და სტაფილო, შემდეგ ყველა ეს ბოსტნეული შევწვი ბოსტნეული ზეთში, ცალ-ცალკე.

გატარებულ ნიგოზს დავუმატე, დანაყილი ნიორი, მარილი, უცხო სუნელი, ხმელი ქინძი, ძმარი, წიწაკა, შემწვარი ბოსტნეული და დაჭრილი ქინძი, მარილი გემოვნებით.

სულ ბოლოს ყველაფერი ერთად ამოვურიე.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *