Headlines

ჩიხირთმა – უგემრიელესი ქართული წვნიანი

ინგრედიენტები

  • მარილი და ძმარი
  • ქინძი და კამა – 1 კონა
  • ნიორი – 3 კბილი
  • ფქვილი – 3 სკ
  • კვერცხი – 4 ცალი
  • ხახვი – 2 თავი
  • ნახარში – 2 ლ
  • ქათამი – 1 კგ

მომზადების წესი

1. გასუფთავებული ქათამი მოათავსეთ ქვაბში, დაასხით წყალი და მოხარშეთ.2. ქათამი რომ მოიხარშება, ამოიღეთ ქვაბიდან და ნახარშში ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი. ადუღეთ 5-10 წუთი.3. ფქვილი, კვერცხის გული და კვერცხის ცილა მოათავსეთ ცალ-ცალკე ჭურჭელში და გათქვიფეთ ცოტა ცივ წყალში. ჩაასხით ნახარშში ჯერ ფქვილიანი მასა, შემდეგ კი კვერცხის გული, თან ჩქარ-ჩქარა ურიეთ. ჩააყარეთ წვრილად დაჭრილი ნიორი, ქიმძი, კამა, ჩაასხით კვერცხის ცილა და ამოურიეთ. 4. ბოლოს უყავით მარილი და ძმარი.გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *