Headlines

კალათები „ტარტალეტკისთვის“ – მოამზადეთ ყველაზე მარტივად

ინგრედიენტები

  • გამაფხვიერებელი – 1.00 ჩკ
  • არაჟანი – 1.00 სკ
  • კვერცხის გული – 1.00 ცალი
  • მწიკვი მარილი
  • შაქარი – 120.00 გრ
  • კარაქი (ოთახის ტემპერატურის) – 200.00 გრ
  • ფქვილი – 350.00 გრ

მომზადების წესი

ყველა ინგრედიენტი მოათავსეთ ჯამზე, მიქსერით გააერთიანეთ, გადმოიტანეთ დაფაზე და ხელით კიდევ ერთხელ კარგად შეკარით ცომი. მთელი ღამე გააჩერეთ მაცივარში (ყველაზე ცოტა, 1 საათით მაინც უნდა იყოს მაცივარში).

ცომი გააბრტყელეთ, ამოჭერით რგოლები, ფორმაზე ოდნავ დიდი, გადაიტანეთ უცხიმო ფორმებში, კარგად ამოავსეთ ყველა კუნჭული, ჩაჩხვლიტეთ ძირები და გამოაცხვეთ 15–20 წუთით.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *