ინგრედიენტები
- ვანილი – გემოვნებით
- შაქარი
- ვაშლი
მომზადების წესი
გათალეთ ვაშლი და დაჭერით ისე, რომ გული არ გააყოლოთ. გარეცხეთდა დააყარეთკილო კოლოზე შაქარი. წყალი არ უნდა, მაგრამ ამოურიეთ ხოლმე, სანამ თავის წვენს გამოიტანს. ადუღეთ 20 წუთი და შემდეგ გადმოდგით გაზიდან, კარგად გააცივეთ.
გაცივებული მასა დააბლენდერეთდა ისევ დადგით გაზზე, ადუღეთ 20 წუთი, დაბალ ცეცხლზე, თან ურიეთ რომ არ მიიწვას და მზადაა (გემოვნებით გაუკეთეთ ვანილი). გადაიტანეთ ქილებში და შეფუთეთ.
არის დანით საჭრელი და ყველაფერში გამოსაყენებელი: პასკაში, ნამცხვრებში და სხვა ტკბილეულში.