Headlines

დაუვიწყარი „ჩიტის რძე“ ვაშლით – თამო მეფიშვილის სამეფო დესერტი

ინგრედიენტები

  • ვანილი
  • ზეთი – 1.00 ჩკ
  • გამაფხვიერებელი – 10.00 გრ
  • ლიმონის წვენი – 1.00 სკ
  • კაკაო – 3.00 სკ
  • რძე – 3.00 სკ
  • ვაშლი – 4.00 ცალი
  • ფქვილი – 300.00 გრ
  • გამდნარი კარაქი – 200.00 გრ
  • არაჟანი – 200.00 გრ
  • შაქარი – 500.00 გრ
  • კვერცხი – 4.00 ცალი

მომზადების წესი

1.ათქვიფეთ 4 ცალი კვერცხის გული 200 გრ შაქართან ერთად. დაამატეთ არაჟანი და გამდნარი კარაქი.
2.მოაყარეთ:გამაფხვიერებელი, ვანილი და ფქვილი.
3.მოათავსეთ საცხობ ფორმაზე და გამოაცხვეთ დაახლოებით 170–180 გრადუსზე, 45 წუთის განმავლობაში.
4.გახეხეთ ვაშლი და დაამატეთ ლიმონის წვენი.
5.გადაუსვით გამომცხვარ ბისკვიტს და შედგით ისევ ღუმელში, დაახლოებით 5 წთ.
6.ათქვიფეთ 4 ცალი კვერცხის ცილა.
7.მოადუღეთ ცალკე წვენი: 200გრ შაქარი მოათავსეთ ქვაბში და დაამატეთ 100მლ წყალი.როდესაც წვენი გაცხელდება, ეტაპობრივად დაუმატეთ ბეზე და თქვიფეთ განუწყვეტლივ,15 წთ–ის განმავლობაში.
8. გადაანაწილეთ ბისკვიტზე და ისევ შეაბრუნეთ ღუმელში, დააყოვნეთ 10 წუთი.
9.მოამზადეთ მინანქარი:წამოადუღეთ კაკაო, რძე და 100გრ შაქარი. ბოლოს დაუმატეთ ზეთი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *