ინგრედიენტები
- კარაქი ან მარგარინი – 800.00 გ
- ფქვილი
- ცივი წყალი – 700.00 მლ
- მარილი – 1.00 ჩკ
- ლიმონმჟავა
- არაყი – 4.00 სკ
- ზეთი – 3.00 სკ
- ძმარი – 4.00 სკ
- კვერცხი – 2.00 ც
მომზადების წესი
მოცემული ინგრედიენტები აუცილებლად ცივი უნდა იყოს.
თასში მოვათავსე კვერცხი, ძმარი, არაყი, წყალი. ავთქვიფოთ, რომ კვერცხი კარგად გაიხსნას. შემდეგ ეტაპობრივად ვუმატებთდარჩენილ ინგრედიენტებს.ცომი კარგად დავამუშავოთ, ფქვილი შეიძლება მეტი ან ნაკლები დაგჭირდეთ, აკონტროლეთ, მასა უნდა იყოს ელასტიური.
კარაქი გავყავი 6 ნაწილად, ცომი კი 2 ნაწილად.
ვიღებთ ცომის ერთ ნაწილს, ვაბრტყელებთ, წავუსვამთკარაქის ერთ ნაწილს, გადავკეცავთ და მაცივარში ვათავსებთ 1 საათით, ასე ვიმეორებთ 3-ჯერ – თითო ცომის ნაწილზე. ბოლოს კი მაცივარში ვტოვებთერთი დღის განმავლობაში.
ამ მასით 3კგ და 250 გრ ცომი გამოვიდა.შეინახავთ საყინულეში და გამოიყენებთ ეტაპობრივად.