ინგრედიენტები
- ფქვილი – 1 კგ
- მარილი – 1 სკ
- კვერცხი – 1 ც
- ყველი
- წყალი – 400 მლ
- ზეთი – 1 სკ
მომზადების წესი
მოცემული ინგრედიენტები მოვათავსოთ ჯამში, მოვზილოთ ცომი, დავაყოვნოთ 30 წთ. შემდეგ გავაბრტყელოთ, ამოვჭრათ ფორმები, შუა გულში მოვათავსოთ ყველი და მოვხარშოთ მარილიან წყალში, დაახლოებით 7-8 წთ საკმარისია. სურვილისამებრ თავზე გადაუსვით კარაქი, უგემრიელესია!