ინგრედიენტები
- მარილი, წითელი ცხარე წიწაკა და პილპილი
- ყველი ფეტა
- პამიდორი, კანგაცლილი
- ტკბილი მწვანე წიწაკა
- კარაქი – 1.00 სკ
- ზეითუნის ზეთი
- კვერცხი
მომზადების წესი
მწვანე წიწაკა დაჭერით და ზეითუნის ზეთში მოთუშეთ. დაუმატეთ ცოტა კარაქიც უფრო ინტენსიური გემოსთვის.
გახეხეთ ან ძალიან წვრილად დაჭერით კანგაცლილი პამიდორი და დაუმატეთ წიწაკას. დაახლოებით, 4-5 წუთში დაუმატეთ წითელი წიწაკის ფანტელები და ყველი. კარგად ამოურიეთ. 1 წუთის შემდეგ ჩაახალეთ 3-4 კვერცხი და ხის კოვზით ფრთხილად მოურიეთ (კვერცხი რომ დაიშალოს და მთელ ტაფაზე გადანაწილდეს). კვერცხი რომ მომზადდება, მზად არის.