Headlines

უშოკოლადესი, უგემრიელესი, ნოტიო, ალკოჰოლის მსუბუქი არომატით… – საოცარი ტორტი მარინე აზბარიანის რეცეპტით

ინგრედიენტები

  • კვერცხი – 4 ც
  • შაქარი – 160 გრ
  • ზეთი – 90 გრ
  • წყალი – 65 გრ
  • კაკაო – 25 გრ
  • გამაფხვიერებელი – 5 გრ
  • ფქვილი – 160 გრ
  • ნაღები 36 % – 150 გრ
  • შავი შოკოლადი – 150 გრ
  • კარაქი – 250 გრ
  • ვანილინი

მომზადების წესი

კვერცხი 80 გრამ შაქართან ერთად გავთქვიფოთ მიქსერით 3-4 წუთის განმავლობაში, პატარა ქვაბში ჩავყაროთ 80 გრამი შაქარი, კაკაო, ზეთი და წყალი. მოვურიოთ და დავდგათ გაზზე. მორევით მივიყვანთ ადუღებამდე და ეს მდუღარე შოკოლადისფერ მასა ნელი ნაკადით უნდა ჩავასხათ გათქვეფილი კვერცხისა და შაქრის ჯამზე. 1-2წუთი გავთქვიფოთ საშუალო სიჩქარეზე და გავმორთოთ მიქსერი.

ფქვილი და გამაფხვიერებელი შევურიოთ და საცერით დავუამატოთ ჯამში. საკონდიტრო რგოლში მოვათავსოთ ფოლგა და ჩავასხათ ბისკვიტი.

ღუმელს წინასწარ ვაცხელებთ 180°ზე. ცხვება 35-40წუთი.

კრემისთვის ნაღებს ვაცხელებთ გაზზე, დავუმატებთ შოკოლადს, მოვურევთ და ვტოვებთ ოთახში შეგრილებამდე. მიქსერის ჯამში გავთქვეფთ კარაქს გათეთრებამდე, დავუმატებთ შოკოლადისა და ნაღების მასას.

ბისკვიტს ვაციებთ, ვჭრით 4 ნაწილად და ვუსვამთ კრემს.

დასანამად სიროფისთვის: 2-3სკ შესქელებული რძე, 0.5ჭ ადუღებული და შემდეგ გაციებული წყალი და 1სკ კონიაკი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *