ინგრედიენტები
- შაქრის პუდრა
- გამდნარი კარაქი – 60.00 გრ
- ფქვილი – 2.00 ჭიქა
- შაქარი – 0.50 ჭიქა
- გამაფხვიერებელი – 1.00 ჩკ
- ვანილი – 1.00 ცალი
- კვერცხი – 1.00 ცალი
- ლიმონი – 1.00 ცალი
მომზადების წესი
ლიმონის ცედრას და ნახევარი ლიმონის წვენს დააყარეთ შაქარი და მოურიეთ კოვზით, დაუმატეთ კვერცხი, გაგრილებული კარაქი, ვანილი, გამაფხვიერებელი და ფქვილი.მოზილეთ ცომი და 20 წუთით დააყოვნეთ მაცივარში.
მიეცითბურთის ფორმა (თითო 60გრამიანი ბურთულაა), ამოავლეთ სათითაოდ შაქრის პუდრში, დაალაგეთ ქაღალდდაფენილ ფქვილიან ფორმაზე და გამოაცხვეთ 200გრადუსზე, 15–20 წუთით.