ამ წესით ჩადებული მწვანე პამიდორი და ყვავილოვანი კომბოსტო რამდენიმე დღეში მწნილდება და ძალიან გემრიელია.
ინგრედიენტები
- მარილი
- კამა
- ნიახური
- ნიორი
- მწარე წიწაკა
- წითელი ბულგარული წიწაკა
- სტაფილო
- ქორფა, პატარა კიტრი
- ყვავილოვანი კომბოსტო
- მწანე პამიდორი
მომზადების წესი
ყველა ინგრედიენტი დაჭერით სასურველი ზომის ნაჭრებად, მოაყარეთ მარილი დაახლოებით 3-4 სუფრის კოვზი მარილი (არასავსე), აურიეთ კარგად, გააჩერეთ ნახევარი საათი და მჭიდროდ ჩატენთ ქილაში. წყალი არ დაასხათ, წვენს თავად გაუშვებს. რამდენიმე დღეში არაჩვეულებრივ მწნილს მიიღებთ.