ამ ინგრედიენტებით 5 ქილა (1 კგ-იანი) მწნილი გამოდის.
ინგრედიენტები
- შაქარი – 1.00 ჩკ
- ძმარი 9%
- შავი პილპილის მარცვლები
- დაფნის ფოთოლი – 1.00 ც (თითო ქილისთვის)
- წითელი წიწაკა, ცხარე – 2.00 ც
- ზეთი – 120.00 გ
- მარილი – 2.00 სკ
- კამა – 1.00 კონა
- ქინძი – 1.00 კონა
- ნიორი – 1.00 თავი
- ხახვი – 4.00 ც
- მწვანე ბულგარული წიწაკა – 3.00 ც
- წითელი ბულგარული წიწაკა – 3.00 ც
- კიტრი – 1.00 კგ
- პამიდორი – 3.00 კგ
მომზადების წესი
ბოსტნეული დაჭერით საშუალო ნაჭრებად. ფორმას მნიშვნელობა არ აქვს. მოათავსეთ ერთ დიდ ჯამში, დაუმატეთ მარილი, დაჭრილი ქინძი და კამა, მოასხით ზეთი და კარგად ამოურიეთ. დააყოვნეთ 10 წუთით.
სუფთა ქილებში დაფნის ფოთოლი და შავი პილპილის მარცვლები მოათავსეთ. შემდეგ დაჭრილი ბოსტნეულით ამოავსეთ. ქილებს რომ გაავსებთ, თავზე 1 ჩკ შაქარი მოაყარეთ.ქილებში ის წვენიც გადაანაწილეთ, ბოსტნეულმა რომ ჯამში გამოუშვა.ბოლოს ქილაში 1 ჩკ ძმარი ჩაასხით.
ქილებს თავი დაახურეთ და 30-40 წთ-ის განმავლობაში გაასტერილეთ.
შემდეგ თავი მჭიდროდ დაახურეთ და ამოატრიალეთ. რომ გაცივდება, თქვენს ზამთრის მარაგთან ერთად შეინახეთ.