ინგრედიენტები
- შაქრის პუდრა
- რძე – 200.00 გრ
- ფქვილი – 3.00 სკ
- კარაქი – 200.00 გრ
- რძე – 250.00 გრ
- შესქელებული რძე – 250.00 გრ
- შაქარი – 60.00 გრ
- კვერცხი – 2.00 ცალი
- გამაფხვიერებელი
- ფქვილი – 130.00 გრ
- კაკაო – 3.00 კოვზი
- წყალი – 100.00 გრ
- შაქარი – 180.00 გრ
- კვერცხი – 4.00 ცალი
მომზადების წესი
შაქარი გაყავით შუაზე და ნახევარიათქვიფეთკვერცხის გულებთან, ნახევარიცილასთან ერთად – ცალცალკე ითქვიფება ცილა და გული. როდესაც გულს კარგად ათქვეფთ, დაამატეთ წყალი. ცალკე ამოიყვანეთცილა. შემდეგგადაურიეთ ფრთხილად ერთმანეთში და დაუმატეთ მშრალი ინგრედიენტები.
გაოაცხვეთ 22 სმ დიამეტრიან ფორმაში, 170გრადუსზე. ისევე როგორც ტორტის ბისკვიტი, დრო დაახლოებით 35 წუთიდან 1 საათამდე დაგჭირდებათ.
კრემის მომზადება:ყველაფერი გახსენითკარგად და სქელძირიან ქვაბში მიიყვანეთ ადუღებამდე, დიდხანს არ უნდა იდუღოს, ცხელშივე ჩააგდეთ კარაქიდა უკვე გაციებული დაამიქსერეთ.ბისკვიტი გაჭერით ორად და დანამეთ ორივე მხარე კარგად. წაუსვით კრემი. ზემოდან გამოყენებულია რძიანი შოკოლადისა და ნაღების ნარევი. დაელოდეთ კარგად გაგრილებას, გემრიელად მიირთვით.