მოცემული ინგრედიენტები გათვლილია 4 ლიტრზე
ინგრედიენტები
- შავი წიწაკის მარცვლები – 15.00 ცალი
- დაფნის ფოთოლი – 4.00 ცალი
- ვაშლის ძმარი 6 % – 160.00 გრ
- მცენარეული ზეთი – 200.00 გრ
- შაქარი – 150.00 გრ
- მარილი – 50.00 გრ
- წყალი – 1.00 ლ
- ნიორი – 100.00 გრ
- ბულგარული წიწაკა – 2.00 კგ
- ბადრიჯანი – 2.00 კგ
მომზადების წესი
ჩაასხით 3ლიტრა წყალი ქვაბში, ჩაყარეთ 1 სკ მარილი და კარგად მოურიეთ.
გათალეთ და დაჭერით ბადრიჯანი თანაბარ ნაჭრებად და ჩაყარეთ მარილიან წყალში. დატოვეთ 20–30წუთის განმავლობაში.
დაჭერით ბულგარული წიწაკა იმავე ზომის ნაჭრებად და მოაცილეთ თესლები.
დაიწყეთ მარინადის მომზადება: ჩაასხით 1 ლ წყალი ქვაბში, დაამატეთ მარილი, შაქარი, ზეთი, ძმარი, დაფნის ფოთლები დაშავი პილპილის მარცვლები. აადუღეთ და ნაწილ–ნაწილ:ჩაყარეთ ბულგარული წიწაკა, შემდეგ კი ბადრიჯანი. დარჩენილი მარინადი შეინახეთ.
მოათავსეთ ყველა პროდუქტი გასტერილებულ ქილებში თანმიმდევრობით : ბადრიჯანი, ბულგარული წიწაკა დაწვრილად დაჭრილი ნიორი. გაავსეთ ქილა.
აადუღეთ გამზადებული მარინადი კიდევ ერთხელ და ჩაასხით ქილებში.
მოათავსეთ ქილები დიდ ქვაბში, დაახურეთ თავსახური, დაასხით ცხელი წყალი და დაელოდეთ ადუღებას.
ფრთხილად ამოიტანეთ ქილები ქვაბიდან და კარგად მოხუფეთ.
შეგიძლიათ შეინახოთ ოთახის ტემპერატურაზე.