Headlines

„ნამცხვრის უნახავს გაგხდით“ – ცნობილი „იაპონკა“

ინგრედიენტები

  • კვერცხი – 4 ც
  • შაქარი – 2 ჭ
  • თაფლი – 3 სკ
  • კარაქი – 200 გ
  • სოდა ძმრით – 1 ჩკ
  • ვანილი
  • ფქვილი – 7 ჭ

მომზადების წესი

ყველა ინგრედიენტი გადავურიოთ, დავამატოთ ფქვილი და მოვზილოთ ჩვილი ცომი, ბევრი ზელვა არ უნდა, როგორც კი ფქვილს შეიზელს გააჩერეთ. უნდა გამოვიდეს წებოვანი ცომი რომელიც მსუბუქად ხელებზე ეკრობა.

გავყოთ 4 ნაწილად, ერთი გუნდისგან გამოვაცხოთ რგოლები, სამი გუნდისგან ფირფიტები.

ცხვება წინასწარ გახურებულ ღუმელში 180°C-ზე, 7-8 წუთის განმავლობაში.

კრემისთვის მოვხარშე 1 ლიტრი რძის კრემი.

ფენები დავკრემე კლასიკურად, ბოლო ფენაზე მოვალაგე რგოლები, მოვაბნიე თავისივე ნამცეცები. რგოლებში ვალაგებთ ალუბლის მურაბას.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *