Headlines

მაღაზიაში ასეთს ვერ იყიდით! – უგემრიელესი რაფაელო მკითხველის რეცეპტით

ინგრედიენტები

  • თეთრი შოკოლადი – 300 გ
  • ნაღები – 80 გ
  • ნუში
  • ვაფლი
  • ქოქოსის ფანტელი

მომზადების წესი

ნუში დავალბოთ ცხელ წყალში 15-20 წუთით, მოვაშოროთ კანი. 200 გ შოკოლადი გავადნოთ ორთქლის აბაზანაზე ისე, რომ ძალიან არ გაგვიცხელდეს. დავუმატოთ ცივი ნაღები და დავაბლენდეროთ. სილიკონის ფორმა ნახევრად შევავსოთ კრემით, შუაში მოვათავსოთ ნუში, გარშემო ისევ კრემი, დანით მივცეთ ფორმა და მოვათავსოთ 10-15 წუთით მაცივარში.

ვაფლის ფირფიტა დავფშვნათ, მაცივრიდან გადმოვიტანოთ რაფაელო, მივცეთ მრგვალი ფორმა, ამოვავლოთ ბურთულები ვაფლის ნაფშვენში, ცოტა ხნით დავასვენოთ, შემდეგ გამდნარ შოკოლადში ამოვავლოთ, ბოლოს კი – ქოქოსის ფანტელში.

გამოდის უგემრიელესი, ნაზი შოკოლადის და ნუშის დაუვიწყარი გემოს მქონე კონფეტები.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *