Headlines

ხათუნა ხოფერიას პომიდვრის საწებლის რეცეპტი,რომელიც ინტერნეტჰიტად იქცა

რამდენიმე დღის წინ,ხათუნა ხოფერიამ საკუთარ ფეისბუქ  გვერდზე პომიდვრის საწებლის ფოტოები ატვირთა და რეცეპტიც გაგვიზიარა. გთავაზობთ რეცეპტს უცვლელად:

“30კგ პომიდორი, 3კგ ხორციანი და მაგარი წითელი ბულგარული წიწაკა, 500 გრ- წითელი მწარე წიწაკა, 300 გრ. ქართული ნიორი, ოთხი- 200 გრამიანი ჭიქა უცხო სუნელი დაუფქვავი, ასევე კაკალი ქინძი არასავსე 200 გრამიანი 2 ჭიქა. ვჩავადგათ ქვაბში და ყველაფერი ერთად ვადუღოთ 6-7 საათი(სანამ სუნელები კარგად მოიხარშება) გავაციოთ და რკინის საცერში გავცრათ. (საცერს და ცრის პროცესს ხვალ დილით გადავიღებ). გაცრილ მასას თეფშზე ვასხავთ და ველოდებით მოიყენებს თუ არა წყალს. ვასხავთ ისევ ქვაბში და ვადუღებთ. გამორთვამდე 10 წუთით ადრე ვუკეთებთ მარილს. თუ მასამ წყალი მოიყენა, ვუმატებთ ტომატს, მაგრამ ეს უკვე სხვა ოპერაა და ახლა ვერ დავწერ.”

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *