ინგრედიენტები
- ბროწეულის მარცვლები
- ძმარი – 2.00 სკ
- წითელი ბულგარული წიწაკა – 1.00 ცალი
- ახალი ხახვი – 1.00 კონა
- ყვითელი კაკია – 1.00 სკ
- უცხო სუნელი – 1.00 სკ
- ხმელი ქინძი – 1.00 სკ
- ნიორი – 5.00 კბილი
- ნიგოზი – 300.00 გრ
- ბადრიჯანი
მომზადების წესი
მთლიან ბადრიჯანს მოაცალეთ ყუნწები, დასერეთ დანით აქა იქ, მოაყარეთ მარილი და გამოაცხვეთ ცხიმწასმულ კალკაზე,180 გრადუსზე.
ნიგოზი და ნიორი გაატარეთ ხორცსაკეპში, დაუმატეთ ხმელი ქინძი, უცხო სუნელი,ყვითელი კაკია, ახალი ხახვი, წვრილად დაჭრილი,კუბიკებად დაჭრილიბულგარული, ძმარი,100 გრადუღებული წყალი, კარგად აურიეთ. ცოტა რომ გაცივდება,დაამატეთ ბროწეულის მარცვლები.
გამომცხვარი ბადრიჯანი დანით დასერეთ და შუაგული კოვზით ამოიღეთ, ამოავსეთ ერთი კოვზი ნიგვზაინი მასით. გამოდის უგემრიელესი.