მოამზადეთ ახლავე, რათა ახალ წლისთვის სუფრაზე ასეთი ორიგინალური და ძალიან არომატული ალკოჰოლური სასმელი გქონდეთ.
ინგრედიენტები
- შაქარი – 300.00 გ
- არაყი – 500.00 მლ
- ბროწეულის მარცვლები – 500.00 გ
მომზადების წესი
გაარჩიეთ ბროწეული ისე, რომ არ გაყვეს თეთრი ნაწილები.
დაჭყლიტეთ ოდნავ მარცვლები, რომ გამოუშვას წვენი.
ჩაასხით ბოთლში არაყი, დაუმატეთ შაქარი და ჩაყარეთ ბროწეულის მარცვლები, აურიეთ.
დააყენეთ ბროწეული ლიქიორი ბნელ და გრილ ადგილას 10 დღე. შეანჯღრიეთ ყოველდღე, რათა შაქარი ბოლომდე გაიხსნას.
10 დღის შემდეგ გაწურეთ ლიქიორი და ჩაასხით ბოთლებში.