ინგრედიენტები
- ქათამი – 1 ც
- ახალი ნიორი – 4 ც
- ყვითელი ყვავილი – 1 ჩკ
- ხმელი ქინძი – 1 ჩკ
- უცხო სუნელი – 1 ჩკ
- მარილი
- შავი პილპილი
- რძე – 1 ლ
მომზადების წესი
ქათამს მოვაყარე მარილი, დაფქული წითელი წიწაკა და შევწვი ორივე მხრიდან კარგად. რაც ცხიმი დარჩა ტაფაზე, დაჩოფერებული ნიორი ორი წუთით მოვშუშე, დავამატე სუნელები, რძე მარილი და წამოვადუღე. ცოტა რომ შეგრილდა, ჩავალაგე დაჭრილი ქათამი და მოვაყარე მსხვლად დაფქული წიწაკა, ახალი წვრილად დაჭრილი ნიორი, ქინძი.
უგემრიელესი გამოვიდა!