ნამცხვარი ,,სნიკერსი” – კლასიკური, უძველესი რეცეპტი!
ინგრედიენტები
- მინანქარი
- ქიშმიში და ნიგოზი (თხილი, ნუში)
- ვანილი – 1.00 ცალი
- თაფლი – 2.00 ს/კ
- შესქელებული რძე – 1.00 ცალი
- მარგარინი – 300.00 გ
ბეზე
- ვანილი
- შაქარი – 2.00 ჭიქა
- კვერცხის ცილა – 10.00 ცალი
ფირფიტები
- ფქვილი – 5.00 ჭიქა
- ვანილი
- მარილი
- სოდა ძმრით – 1.00 ს/კ
- გამდნარი მარგარინი – 300.00 გ
- შაქარი – 2.00 ჭიქა
- კვერცხის გული – 10.00 ცალი
მომზადების წესი
კვერცხის გული და შაქარი კარგად ამოვიყვანოთ, დავუმატოთ გამდნარი მარგარინი, სოდა ძმრით, მწიკვი მარილი,ვანილი და 5 ჭქა ფქვილი. ცომი ვზილოთ კარგად და გავოყოთ 3 ნაწილად. ცხიმწასმულ თუნუქის ფიქფიტაზე გავწელოთ ცომი, დავასხათ ბეზე და გამოვაცხოთ. ასევე ცხვება დარჩენილი 2 ფენაც.
ბეზე:
კვერცხის ცილა ამოვიყვანოთ შაქართან ერთად, დავუმატოთ ვანილი და გავყოთ 3 ნაწილად.
კრემი:
მარგარინი ამოვიყვანოთ შესქელებულ რძესთან ერთად , დავუმატოთ თაფლი,ვანილი, წავუსვათ ფენებს და მოვრთოთ ქიშმიშით,ნიგოზითა (ან თხილი) და მინანქარით.
გემრიელად მიირთვით!