Headlines

უგემრიელესი ფელამუშის საიდუმლო

ინგრედიენტები

  • ნიგოზი
  • პურის ფქვილი – 1.00 ს/კ
  • სიმინდის ფქვილი
  • შაქარი – 1.00 ჭ
  • ბადაგი – 1.00 ლ

მომზადების წესი

სიმინდის ფქვილი თასში ჩაყარეთ. ფქვილს დაასხით ბადაგი. ფქვილი ნელ-ნელა გახსენით ბადაგში. ბადაგი ქვაბში ჩაასხით და გაზქურაზე დადგით. დაუმატეთ ბადაგში გახსნილი ფქვილი და გამუდმებით ურიეთ. როცა ადუღდება, დაუწიეთ ცეცხლს. როცა ფელამუში ნუშტუკებს გაიკეთებს და კარად შესქელდება,დააყარეთ შაქარი. ამის შემდეგ ცეცხლზე კიდევ რამდენიმე წუთი გააჩერეთ. ფელამუში თეფშებზე ამოიღეთ და ნიგვზის ლებნებით მორთეთ.

გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *