ინგრედიენტები
- შოკოლადი – 50.00 გრ
- კარაქი – 50.00 გრ
- შაქარი – 4.00 სკ
- რძე – 8.00 სკ
- კაკაო – 4.00 სკ
მომზადების წესი
4ს.კ. კაკაო, 4 ს.კ.შაქარი და 8 ს.კ. რძე აურიეთ. დადგით დაბალ ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე და გადმოდგით. ცივი 50 გრ.კარაქი ცხელშივე დაუმატეთ, მორევით გაადნეთ. შემდეგ კი მასში 50 გრ.შოკოლადიც გაალღვეთ. მორევისას თანდათან სქელდება. ჩაასხით ქილაში და გემრიელად მიირთვით.