ინგრედიენტები
- შაქრის პუდრა – მოსაყრელად
- გამაფხვიერებელი – 1.00 სკ
- ლიმონის წვენი – 3.00 სკ
- რძე – 300.00 მლ
- კარაქი – 30.00 გრ
- ვაშლი – 5.00 ცალი
- მანის ბურღული – 1.00 ჭიქა
- შაქარი – 1.00 ჭიქა
- ფქვილი – 1.00 ჭიქა
მომზადების წესი
გახეხეთ ვაშლი კანიანად და დაასხით ლიმონის წვენი.
ცალკე ჯამში ჩაყარეთშაქარი,ფქვილი, მანის ბურღული,გამაფხვიერებელი და მოურიეთ.
უმჯობესია საცხობად გამოიყენოთ 20 სმ დიამეტრის საცხობი ფორმა. შიგნით მოათავსეთ საცხობი ქაღალდი.
ვაშლის მასა გაყავით 3 ნაწილად და დაიწყეთ ფენა-ფენამოთავსება საცხობ ფორმაში თანმიმდევრობით: ფქვილის ნარევი + ვაშლი, უნდა გამოვიდეს 6 ფენა.
რძეში ჩააგდეთ 1 სკ კარაქი და მოადუღეთ, ცხლადვე მოასხით ნამცხვრის ბოლო ფენას. დაჩხვლიტეთ ჩანგლით, რათა რძე კარგად შეიწოვოს ნამცხვარმა.
გამოაცხვეთ 180 გრადუსზე45 წუთის განმავლობაში.
ნამცხვარი გააგრილეთ და დანის დახმარებით გამოყავით ქაღალდი კიდეებისაგან, შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ საცხობი ფორმიდან.
ზემოდან მოაყარეთ შაქრის პუდრა და გემრიელად მიირთვით!