ინგრედიენტები
- ლიმონის წვენი
- წყალი – 250.00 გრ
- შაქარი – 750.00 გრ
- კომში – 1.00 კგ
მომზადების წესი
კომში გარეცხეთ, გაფრცქვენით, ნაფრცქვენებს დაასხით წყალი და ადუღეთ, გადაწურეთ, წყალს დაამატეთშაქარი, წამოადუღეთ 10-15 წუთით და შემდეგ, ამ სიროფში, ჩაყარეთმსხვილად დაჭრილი კომში, ადუღეთ, მოხადეთ ქაფი და გააცივეთ, სრულად გაციებული წამოადუღეთ 3–ჯერ და ხარშეთ 5-5 წუთით. ბოლოს, დაამატეთ 2 ს.კ. ლიმონი.
ულამაზესი ფერი და არომატი აქვს. გემრიელად მიირთვით.