დალი ჩიტალაძემ გადაწყვიტა იდეალური იდეალის რეცეპტი თავისი იუთუბარხის მაყურებლისთვის გაეზიარებინა, რეცეპტს უცვლელად გთავაზობთ.
ინგრედიენტები
- კონიაკი – 5.00 გრ
- ვანილი – 4.00 გრ
- მოხალული ნიგოზი – 200.00 გრ
- ნიგოზი, გატარებული – 200.00 გრ
- შესქელებული რძე – 5.00 ქილა
- რბილი კარაქი – 400.00 გრ
ინგრედიენტები ფირფიტებისთვის
- ფქვილი – 600.00 გრ
- ვანილი – 4.00 გრ
- ლიმონის წვენი – 1.00 სკ
- გამაფხვიერებელი – 10.00 გრ
- კონიაკი – 4.00 სკ
- თაფლი – 2.00 სკ
- ნიგოზი, გატარებული – 200.00 გრ
- რბილი კარაქი – 150.00 გრ
- შაქრის ფხვნილი – 300.00 გრ
- კვერცხის გული – 8.00 ცალი
მომზადების წესი
გათქვეფილ კვერცხის გულსა და შაქარს დაამატეთ 150 გრ რბილი კარაქი. ჩაყარეთ 200გრ გატარებული ნიგოზი, 10გრ გამაფხვიერებელი და 1 სკ ლიმონი. 2 სკ თაფლიდა ვანილი. ბოლოს, 3 ჭიქა ფქვილი. მიიღებთ სქელ მასას. გაყავით 3 ნაწილად.
მოათავსეთ საცხობ ფორმაზე საცხობი ქაღალდი და წაუსვით კარაქი, მოაყარეთ ფქვილი და თანაბრად გადაანაწილეთ ცომი (ხელით გააბრტყელეთ).გამოაცხვეთ 180 გრადუსზე, იყავით ყურადღებით, რადგან ცხვება ძალიან სწრაფად, 10 წუთიც კი საკმარისია. მოაჭერით ზედმეტი ცომი და მოგვიანებით გამოიყენეთ მოსაყრელად.
სანამ გამოცხვება შემდეგი ფირფიტა, მოამზადეთ კრემი. მოაყარეთ ვანილი კარაქს და კარგად ათქვიფეთ, ჩაასხით 3–4 სკ კონიაკი, 200 გრ გატარებული ნიგოზი, მუქი შესქელებული რძე.
მოხალეთ 200 გრ ნიგოზი, დაბალ ცეცხლზე, გაატარეთ და დაუმატეთ კრემს.უნდა გამოვიდეს სქელი და ფუმფულა. რაც მთავარია, საჭიროა ნიგოზის ზუსტად ეს რაოდენობა, სხვა შემთხვევაში კრემი ასეთი ფაფუკი აღარ გამოვა.
დაიწყეთ მორთვა. წაუსვით თითოეულ ფენას კრემი, რაც შეიძლება დიდი რაოდენობით. ბოლო ფენას მოაყარეთ დაფხვნილი ცომი და ნიგოზი. შეახვიეთ სამზარეულოს ცელოფანში და მოათავსეთ მაცივარში, მინიმუმ 20 საათის განმავლობაში.