Headlines

რა სურნელი დატრიალდა ჩემს სამზარეულოში!..“ – რეჰანის ლიქიორი მკითხველის რეცეპტით

ინგრედიენტები

  • რეჰანი – 500 გ
  • წყალი – 3 ლ
  • ლიმონი – 1 ც
  • ლიმონმჟავა – 0.5 ჩკ
  • შაქარი – 600 გ
  • არაყი – 2 ლ

მომზადების წესი

მუქი რეჰანი გავრეცხე, დავჭერი, დავამატე 3 ლ წყალი და 5 წთ მოვადუღე. გავწურე დავუმატე ლიმონი და ლიმონმჟავაც. ამ წვენიდან ნახევარი ლიტრი მოვათავსე ქვაბში, დავუმატე 600 გ შაქარი. მოვადუღე სიროფი. შემდეგ გავაგრილე, დავუმატე არაყი და დარჩენილი რეჰანის წვენი.

(არაყს თუ არ გაუკეთებთ და ყინულის კუბიკებს ჩაამატებთ ჭიქაში, არაჩვეულებრივ წვენს მიიღებთ).

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *