ინგრედიენტები
- სვანური მარილი
- კარტოფილი
- უცხო სუნელი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
- რეჰანი
- შაშკვლავი
- ნიორი – 5.00 კბილი
- მწვანილი
- ბრინჯი – 2.00 ჭიქა
- პომიდორი – 4.00 ცალი
- სტაფილო – 1.00 ცალი
- წითელი ბულგარული წიწაკა – 3.00 ცალი
- ხახვი – 2.00 ცალი
- ერბო
- ზეთი
- ბადრიჯანი – 2.00 ცალი
მომზადების წესი
ბადრიჯანი გათალეთ, დაჭერით პატარა კუბიკებად, მოასხით ცოტა ზეთი, აურიეთ კარგად, გადაიტანეთ საცხობ ფორმაზე (პერგემენტით) და შედგით ღუმელში შესაწვავად, 220° – ზე, სანამ ვარდისფერ ფერს მიიღებს.
ცალკე გულსართისთვის გაზქურაზე დადგით ქვაბი, ჩაასხით ცოტა ზეთი, ცოტა ერბო, წვრილ კუბიკებად დაჭრილი ხახვი, წითელი ბულგარული წიწაკა, მსხვილად გახეხილი სტაფილო, კანგაცლილი, გახეხილი პომიდორი, მოშუშეთ ოდნავ, საშუალო ცეცხლზე. დაუმატეთ ბრინჯი, ბლომად მწვანილი, ნიორი, წვრილად დაჭრილი შაშკვლავი, რეჰანი, მარილი, პილპილი და უცხო სუნელი. აურიეთ კარგად და ბოლოს ნაზად შეურიეთ შემწვარი ბადრიჯანი.
გარეცხილი, გასუფთავებული ბულგარულ წიწაკა და ასევე კეჟერა, ახალი ფხალის ფოთლები მოთუთქეთ ადუღებულ წყალში, გადაავლეთ ცივი წყალი, გააშრეთ და გაუკეთეთ გულსართი. ასევე, ახალ კარტოფილს ამოაჭერით გული და გაუკეთეთ გულსართი. შეგიძლიათ გამოიყენოთ ყაბაყი, ბადრიჯანი, პომიდორი და სხვა ბოსტნეულიც.
პომიდვრის წვენს შეურიეთ ცოტა სვანური მარილი, მოასხით ტოლმას, დაასხით ადუღებული წყალი და მინიმალურ ცეცხლზე ხარშეთ, 30-40 წუთით.
ძალიან უხდება ბოსნეულის სალათი და მჭადი. გემრიელად მიირთვით.