Headlines

მთელი ოჯახი გიჟდება ამ კონსერვზე… უგემრიელესია“ – ბოსტნეულის კონსერვის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • სტაფილო – 1 კგ
  • წითელი ბულგარული წიწაკა – 2 კგ
  • პომიდორი – 3 კგ
  • ხახვი – 1 კგ
  • ნიორი – 100 გ
  • ზეთი – 60 გ
  • ცხარე წიწაკა – 1.5 ცალი
  • ქინძი, ოხრახუში, რეჰანი
  • კამა
  • მარილი

მომზადების წესი

მოვშუშოთ ხახვი, დავამატოთ მრგვლად დაჭრილი სტაფილო. 20 წთ.-ის შემდეგ დავამატოთ გრძლად დაჭრილი ბულგარული და ცხარე წიწაკა. ცალკე, დავაბლენდეროთ ან გავატაროთ (კანიანად) პომიდორი და ვადუღოთ ნახევარი საათი. ამ დროის გასვლის შემდეგ, სტაფილოს მასა გადავიტანოთ პომიდორში (ან პირიქით) დავამატოთ ნიორი, მწვანილები, მარილი. ვადუღოთ 30 წთ. და გადავიტანოთ ქილებში, გავუკეთოთ სტერილიზაცია 20-25 წუთი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *