Headlines

ბისკვიტის რულეტი ჯემით და შოკოლადით

ინგრედიენტები

  • ფქვილი – 130 გ
  • შაქარი – 100 გ
  • ვანილი
  • სოდა – 0.5 ჩკ
  • კვერცხი – 4 ც
  • ვაშლის ჯემი – 5 სკ
  • ზეთი – 3 სკ
  • მდუღარე წყალი – 3 სკ
  • შოკოლადი

მომზადების წესი

კვერცხი და შაქარი ათქვიფეთ მიქსერით 5 წუთის განმავლობაში. ცალკე აურიეთ ფქვილი, სოდა და ვანილი. ნაწილ-ნაწილ შეათქვიფეთ კვერცხს. შემდეგ დაამატეთ ზეთი და მდუღარე წყალი. ათქვიფეთ კიდევ 2 წუთი. თქვეფის დრო მნიშვნელოვანია და აუცილებლად გაითვალისწინეთ. ფართო ტაფას დააფინეთ ქაღალდი, გადაიტანეთ ცომი და გამოაცხვეთ 180 გრადუსზე 10-15 წუთი. გადმოიღეთ, მოაცილეთ ქაღალდი და თბილსვე წაუსვით ჯემი. გადაახვიეთ რულეტივით და გააციეთ. ზემოდან მოასხით გამდნარი შოკოლადი ან მოაყარეთ შაქრის პუდრა.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *