Headlines

ცნობილი ფახლავა ფენოვანი ცომით – მარტივი რეცეპტი

ინგრედიენტები ბეზესთვის

  • ვანილი – 1.00 ცალი
  • მწიკვი მარილი
  • შაქარი – 250.00 გრ
  • კვერცხის ცილა – 4.00 ცალი

ინგრედიენტები

  • მწიკვი მარილი
  • მარგარინი – 200.00 გრ
  • ფქვილი – 750.00 გრ
  • წყალი – 200.00 მლ
  • არაყი – 2.00 სკ
  • ზეთი – 2.00 სკ
  • ძმარი – 2.00 სკ
  • კვერცხის გული – 4.00 ცალი

მომზადების წესი

ჯამში მოვათავსეთ კვერცხის გული, ძმარი, ზეთი, არაყი, წყალი და ფქვილი, ფქვილი დაუმატეთ ეტაპობრივად. მოზილეთ ცომი, ბოლოს კი დაუმატეთ 50 გრ გამდნარი მარგარინი, ცომი კარგად დაამუშავეთ, დავტოვეთ ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთით, შემდეგ კი დაყავით 3 ტოლ ნაწილად.

დარჩენილი 150 გრ მარგარინი დაყავით3 ტოლ ნაწილად, უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის.

აიღეთ ცომის მასა, გააბრტყელეთ, დაადეთმარგარინის ერთი ნაწილი და გადაკეცეთკონვერტისებურად, მოათავსეთ მაცივარში ერთი საათით. ანალოგიურად გადაკეცაეთდანარჩენი ცომის მასაც.

თითო ცომის ნაწილს მარგარინი უნდა წაუსვათ მხოლოდ ერთხელ, ხოლო გადაკეცვა უნდა3- 4 ჯერ, ყოველ ერთ საათში. მაცივარში დააყოვნეთ.

აქედან წინასწარ გამოაცხვეთ მხოლოდ ერთ ფენა, ეს იქნება ფახლავის შუა ფენა, ცომის მასა გააბტყელეთ. დაჩხვლიტეთ და გამოაცხვეთ, 200°–ზე 25 წთ–ის განმავლობაში.

კვერცხის ცილა და მარილი ათქვიფეთ, დაუმატეთ შაქარი ეტაპობრივად, ბოლოს ვანილი.

ცალკე დააქუცმაცეთ 300 გრ ნოგოზი, თუ ქიშმიშს გამოიყენებთ მაშინ200 გრ ნიგოზი და 100 გრ ქიშმიში საკმარისია, ბოლოს შეურიეთ დაქუცმაცებული ნიგოზი ბეზეს.

აიღეთ საცხობი ფორმა, გააბრტყელეთ ცომის მასა, გადაანაწილეთ ბეზე, შემდეგ დაადეთ გამომცხვარი ფირფიტა, ისევ ბეზე, ბოლოს ცომის მასით დაფარეთ, დაჭერით სასურველ ნაჭრებად, წაუსვითკვერცხის გული, გამოაცხვეთა 180°-200°ზე შეწითლებამდე, ბოლოს შეგიძლიათ თაფლი გადაანაწილოთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *