Headlines

ასე მზადდება მთიულური ნაზუქი – მკითხველის რეცეპტი

ინგრედიენტები

  • საფუარი – 3.00 სკ
  • ფქვილი – 5.00 კგ (შეიძლება უფრო ცოტა დაგჭირდეთ)
  • ქიშმიში – 200.00 გ
  • ვანილი – 2.00 პ
  • ზეთი – 200.00 გ
  • კარაქი – 1.00 პ
  • მარგარინი – 2.00 პ
  • შაქარი – 1.00 კგ
  • კვერცხი – 10.00 ც
  • რძე – 1.00 ლ

მომზადების წესი

ავადუღოთ რძე. შიგ ჩავყაროთ შაქარი და ვურიოთ. ასევე კარაქი და მარგარინიც გავადნოთ. ნელ-ნელა ვურიოთ. როცა კარგად გაიხსნება, გადმოვდგათ და მოვათავსოთ იმ თასში, რაშიც უნდა მოვზილოთ. ცალკე მოვამზადოთ ხაში. საფუარი, შაქარი და ფქვილი ავურიოთ და დავასხათ თბილი წყალი ისე, რომ არაჟნის სისქის იყოს. ცალკე გავთქვიფოთ კვერცხი და ნელ-ნელა შევურიოთ რძის მასა. რძე ისე უნდა იყოს, რომ ხელი გვეწვოდეს. ხაში რომ გააქტიურდება, დავამატებთ რძის მასას. ასევე დავუმატოთ ვანილი, ზეთი და მოვზილოთ რბილი ცომი. შევფუთოთ თბილად და როცა აფუვდება, შევურიოთ ქიშმიში.

ვისაც გულსართით გიყვართ შეგიძლიათ მოამზადოთ ერბოს გული:

დაახლოებით 1 ჩ/ჭ ერბო და 1 ჩ/ჭ წყალი წამოადუღეთ. გემოვნებით შეურიეთ შაქარი. მოუკიდეთ ფქვილი და ცოტახანი მოშუშეთ. ფქვილი ბევრი არ მოგივიდეთ. რომ გაცივდება, ცომის გუნდაგააბრტყელეთ, წაუსვით და ქადასავით გადაახვიეთ. მიეცით მრგვალი ფორმა და ჩასვით სასურველ ფორმაში.გამოცხობის წინ თავზე წაუსვით კვერცხი.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *