პირველ რიგში ეს ცომი ძალიან სწრაფად მზადდება, მეორეც შეგიძლიათ მაშინვე არ გამოაცხოთ, გაყინოთ და როცა მოგესურვებათ, მაშინ გამოაცხოთ!
ინგრედიენტები
- მწიკვი მარილი
- ფქვილი
- შაქარი
- კარაქი
მომზადების წესი
მომზადება:
დარბულებული კარაქი ასრისეთ შაქართან და მწიკვ მარილთან ერთად.
დაუმატეთ გაცრილი ფქვილი და მოზილეთ ცომი.
შეახვიეთ ცომი საკვების შესაფუთ ცელოფანში და გაყინეთ. შემდეგ კი გამოიღეთ, გაალღვეთ ოთახის ტემპერატურაზე და გამოაცხვეთ. შეგიძლიათ დაუმატოთ ცომს ნიგოზი, ჩირები, ვანილ, დარიჩინი, ან კაკაო. აქ უკვე თქვენს ფანტაზიასა და კულინარიულ გემოვნებაზეა.