Headlines

ყველაზე ფუმფულა ალუბლის ნამცხვარი მიქსერის გარეშე – მთელ სახლში ალუბლის არომატი იქნება!

ინგრედიენტები

  • ალუბალი – 550 გ
  • კვერცხი – 2 ც
  • ფქვილი – 200 გ
  • გამაფხვიერებელი – 1 ჩკ
  • შაქარი – 150 გ
  • კარაქი – 100 გ

მომზადების წესი

დარბილებულ კარაქს დაუმატეთ შაქარი და მოურიეთ (მიქსერის გამოყენებაც კი არ დაგჭირდებათ, ჩანგალი გამოიყენეთ). შეურიეთ კვერცხი (ჯერ 1, შემდეგ მეორე) და კარგად მოურიეთ. დაუმატეთ ფქვილში გახსნილი გამაფხვიერებელი და მოურიეთ.

ალუბალს გამოაცალეთ კურკა. თუ სპეციალური მოწყობილობა არ გაქვთ, ეს მეთოდი გამოიყენეთ.

გამოსაცხობ ფორმაში (20 სმ დიამეტრი) ქაღალდი ჩააფინეთ და ალუბალი გადაანაწილეთ. ალუბლის თავზე ცომი გადაიტანეთ (სქელი იქნება, არ შეგეშინდეთ).

გამოაცხვეთ 180 გრადუსზე გახურებულ ღუმელში 30-40 წუთით.

გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *