Headlines

ჯერ სილამაზე დაგატკბობთ და ზამთარში – სიგემრიელე“ – ბულგარულისა და კომბოსტოს მარინადი ელგა ტაბატაძის საფირმო რეცეპტით

ინგრედიენტები

  • წყალი
  • ძმარი – 100.00 მლ
  • მარილი – 10.00 სკ
  • შავი პილპილის მარცვლები – 30.00 გ
  • ნიორი – 3.00 თავი
  • ნიახური – 1.00 თავი
  • დაფნა
  • კომბოსტო – 3.00 კგ
  • სტაფილო – 1.00 კგ
  • ბულგარული წიწაკა – წითელი და მწვანე – 3.00 კგ

მომზადების წესი

გავასუფთავე ბულგარული. წვრილად დავჭერი კომბოსტო, ჩავახეხე სტაფილი, დავამატე წვრილად დაჭრილი მწვანილი და ნიორი, პილპილის მარცვლები, 2 სკ მარილი, კარგად ავურიე ერთმანეთში და გავაჩერეერთი საათით, რომ კომბოსტო მოიწალოსდა ბევრი ჩავიდეს ბულგარულ წიწაკაში.

წიწაკის გული ამოვავსე კომბოსტოსა და სტაფილოს მასით და გადავიტანე ქილაში (წინასწარ 10-ლიტრიან ქილაში ჩავდე დაფნა, ნიორი, ნიახური), მაღლიდანაც დავადე ნიახური, ნიორი, დაფნის ფოთოლი, დავამატე ძმარი, დარჩენილი8 სკ მარილი გავხსენი ადუღებულ, კარგად გაციებულ წყალში და დავასხიმარინადს.აუცილებლად მოამზადეთ, ჯერ სილამაზე დაგატკბობთ და ზამთარში – სიგემრიელე.

ამ მასალით გამოდის 10-ლიტრიანი ქილა, ცოტა დამრჩა და გადავიტანე 2-ლიტრიან ქილაში.

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *