რეცეპტი: ნათია თენაძე
ჩვენი მკითხველების რეცეპტების სანახავად შემოგვიერთდით ჯგუფში.
ინგრედიენტები
- კვერცხის გული – 6 ც
- სიმინდის სახამებელი – 50 გ
- შაქარი – 120 გ
- რძე – 500 მლ
- ვანილი
- კარაქი – 120 გ
მომზადების წესი
კვერცხის გულს დავაყარე შაქარში შერეული სიმინდის სახამებელი, ავურიე კარგად და ეტაპობრივად დავასხი ცივი რძე, დავუმატე ვანილი, კარგად გავხსენი და წამოვადუღე დაბალ ცეცხლზე. ვურევდი სისტემატურად, ადუღებიდან 3 წთ დავაყოვნე. გავაციე ოთახის ტემპერატურაზე. 5 წთ გავთქვიფე კარაქი და შევურიე მოხარშული კრემი.
გამოდის ძალიან მსუბუქი და უგემრიელესი!