Headlines

ალბათ, ყველას გვახსოვს, როგორ ამზადებდნენ ადრე ამ ნამცხვარს. ჩვენ მას ,,ჟოზეფინას” ვეძახით, ოფიციალურად კი კობლერი ქვია .

ინგრედიენტები

  • ფქვილი
  • სოდა ძმრით – 1 ჩკ
  • შაქარი – 2.00 ჭიქა
  • ნებისმიერი ხილის ჯემი
  • ვანილი – 1.00 ცალი
  • მარგარინი – 400.00 გ
  • კვერცხი – 4.00 ცალი

მომზადების წესი

კვერცხი და შაქარი გავთქვიფოთ. მარგარინი გავადნოთ ცეცხლზე და შიგ ჩავასხათ. დავამატოთ სოდა ძმრით, ვანილი და იმდენი ფქვილი, რამდენსაც შეიზელს (ცომი არ უნდა იყოს ძალიან მაგარი). ცომი გავყოთ 3 ნაწილად და გამოვაცხოთ 3 ცალი ფირფიტა. გამოცხობილ ფირფიტებს ჩამოვაჭრათ გვერდები და სამივე ფენას წავუსვათ სასურველი ჯემი. ბოლო ფენას კი მოვაყაროთ დაფშვნილი ჩამოჭრილი გვერდები.

გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *