ინგრედიენტები
- შესქელებული რძე, მოხარშული – 5 სკ
- არაჟანი – 500 გრ
- ბანანი – 2 ც
- რძე ან წყალი – 100 მლ
- ჟელატინი – 1.5 სკ
- შოკოლადი
მომზადების წესი
ჟელატინი დავალბოთ რძეში ან წყალში.
ბანანი, არაჟანი, შესქ.რძე დავაბლენდეროთ.
ჟელატინი ორთქლის აბაზანაზე ან მიკროტალღურ ღუმელში გავალღოთ, შევურიოთ არაჟნის მასას, გადავანაწილოთ ჭიქებში და მაცივარში მოვათავსოთ, დაახლოებით 2სთ.