ინგრედიენტები
- ფქვილი – 3 ჭიქა
- შაქარი – 1 სკ
- მარილი – 1 ჩკ
- მშრალი საფუარი – 11 გ
- ზეთი – 0.5 ჭიქა
- მაწონი ან კეფირი – 1 ჭიქა
მომზადების წესი
1. კეფირს დაუმატეთ ზეთი და ოდნავ შეათბეთ, დაუმატეთ მარილი და შაქარი. გაცერით ფქვილი, შეურიეთ საფუარი და ნელ-ნელა შეურიეთ კეფირის მასა. მოზილეთ ცომი, გადააფარეთ ჩაის ტილო და დადგით თბილ ადგილას 30 წუთი.
2. სანამ ცომი ამოვა, შეგიძლიათ მოამზადოთ გულსართი.
3. ღუმელის გამოსაცხობ ფირფიტაზე დააფინეთ ცხიმწასმული პერგამენტის ქაღალდი და მოათავსეთ მასზე ღვეზელები. სამა ღუმელი გახურდება (10 წუთი) გააჩერეთ ღვეზელები, შემდეგ წაუსვით კვერცხის გული და შედგით 180-200 გრადუსზე.
4. ამ ცომით შეგიძლიათ მოამზადოთ ნებისმიერი სახის ღვეზელები: პიცა, ფუნთუშები, ხაჭაპური და სხვადასხვა გულსართიანი ღვეზელები.