ინგრედიენტები
- ბადრიჯანი – 5 კგ
- სტაფილო – 1 კგ
- ბულგარული წიწაკა – 1.5 კგ
- ხახვი – 2 ც
- მწარე წიწაკა – 3 ც
- ნიორი – 1 თავი
- ძმარი – 5 სკ
- ზეთი – 100 მლ
- შაქარი – 1.5 სკ
- მწვანილი
- მარილი
მომზადების წესი
ბადრიჯანი დავჭრათ მოვაყაროთ მარილი. წვენს რომ გაუშვებს, ამოვწუროთ, ჩავალაგოთ წყალში. ამოვწუროთ წყლიდანაც და დავალაგოთ სამზარეულოს ქაღალდზე. შევწვათ ზეთში ტაფაზე. შეგიძლიათ მოასხათ ცოტა ზეთი და შეწვათ ღუმელშიც.
დავჭრათ ბულგარული, სტაფილო ჩავალაგოთ თასში დავაყაროთ დაჭყლეტილი ნიორი, დაჭრილი მწვანილი (ქინძი, კამა, ოხრახუში, ნიახური, რეჰანი… – შეარჩიეთ თქვენი გემოვნებით), ნახევარრკალებად დაჭრილი ხახვი. მოვაყაროთ შაქარი, მარილით გემოვნებით, დავასხათ ზეთი, ძმარი და გადავურიოთ.
ეს დაჭრილი ბოსტნეული მოვაყაროთ შემწვარ ბადრიჯანს. კარგად გადავურიოთ და დავტოვოთ ნახევარი საათი, გემოები გაუჯდება. გავუსინჯოთ მარილი და ჩავალაგოთ ქილებში. გავასტერილოთ ერთკილოანი ქილები 20 წუთი და მოვხუფოთ. გამოდის ძალიან გემრიელი.