Headlines

ვინც ფიქრობთ, რომ მაღაზიის რძით ვერ ამოიყვანთ ყველს – ცდებით!“ – ამ რეცეპტით დიეტურ ჭყინტ ყველს მოამზადებთ

ამოვიყვანე პასტერიზებული უცხიმო რძით შესანიშნავი ჭყინტი ყველი. გემო და ტექსტურა იგივეა, როგორიც ჩვეულებრივ ყველს აქვს, უბრალოდ უცხიმოა და ფანტასტიკურია დიეტაზე მყოფთათვის. ამრიგად, ვინც ფიქრობთ, რომ მაღაზიის რძით ვერ ამოიყვანთ ყველს – ცდებით!

ამ ფოტოებზე მოცემული ყველი არის 1.333 კგ. გამოვიყენე 9 ლიტრი უცხიმო, პასტერიზებული რძე და კვეთი, რომელიც საქართველოში 65 თეთრი ღირს და მთელი საქართველო მაგას იყენებს ყველის ამოსაყვანად,“ – ნათია ნებუნიშვილი.

ინგრედიენტები

  • მარილი – 1.00 კგ
  • შაქარი – 100.00 გ
  • წყალი – 5.00 ლ

ყველი

  • კვეთი
  • რძე

მომზადების წესი

შეათბეთ რძე, არ აადუღოთ.9 ლიტრ რძეზე საჭიროა 1 თავსახურზე ნაკლები კვეთი. მოურიეთ, დაახურეთ რძიან ქვაბს თავსახური და შეფუთეთ. დაახლოებით 40 წუთში შედედებული დაგხვდებათ მასა. ხელით ჩაჭრით და გააჩერებთ 5 წუთით, განცალკევდება შრატი და ყველი, ამოიღეთ საწურზე და ასე დატოვეთ 1-2 საათი, მიაყარეთ მარილი და დადეთ თბილ ადგილას რომ ამოფუვდეს. დილისთვის უკვე მზად იყო ჩემი ყველიდა ჩავასკუპე უკვე წათხში.

წათხი: 5 ლ წყალი, 100 გრ შაქარი + 1 კგ მარილი. ავადუღოთ და გავაციოთ. გავაჩეროთ 1 დღე მაინც და მერე ჩავსვათ ყველი შიგნით.

გემრიელად მიირთვით!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *